Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება საერთაშორისო სამართლის ჟურნალისთვის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტატიების მიღებას ორენოვან, რეფერირებად „საერთაშორისო სამართლის ჟურნალის“ („ჟურნალი“) 2024 წლის ნომრისთვის.

 

სადოქტორო საფეხურის სტუდენტის მიერ სტატიის წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს თან დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა.

 

სტატია უნდა ეძღვნებოდეს საერთაშორისო სამართლის აქტუალურ თემებს და შესრულებული უნდა იყოს აკადემიური წერის მოთხოვნების სრული დაცვით.

 

სტატია უარყოფილი იქნება, თუ მისი არსებითი ნაწილი ან სრული ვერსია უკვე გამოქვეყნებულია ან განიხილება სხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.

 

ბიბლიოგრაფიის და ციტირებისთვის გამოიყენება დანართი № 1 მოცემული სტანდარტები (ცალ-ცალკე ქართული და ინგლისური ვერსიებისთვის).

 

სტატიის ენა - ქართული და ინგლისური (ორივე ენაზე მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნაშრომის წარმოდგენა უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ავტორ(ებ)მა)

 

სტატიის მოცულობა 5000-7000 სიტყვა (ძირითადი ტექსტის და სქოლიოების ჩათვლით), ძირითადი ტექსტი: Sylfean ფონტი, ზომა 12, მანძილი სტრიქონებს შორის - 1; სქოლიო ― Sylfaen -10 შრიფტი.

 

ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) შეზღუდულია 200 (ორასი) სიტყვით თითოეულ ენაზე;

 

საკვანძო სიტყვები (10 (ათამდე) შეზღუდული) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;

 

სტატიის (ქართული და ინგლისური ვერსიების) წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი. სტატიას უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის მიერ შევსებული განცხადება (იხ. სააპლიკაციო ფორმა - დანართი № 2).

 

დაბეჭვდაზე განაცხადის და სტატიის ელექტრონული ვერსია (word-ის ფორმატში) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Ili.journal@tsu.ge.

თარიღი: 23/04/2024